სანდოხაძე: კომენტატორები ამბობდნენ, ქართველი პიკე შეტევაში წავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიადან" ლვოვის "კარპატიში" გადასულმა ქართველმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა კლუბის საიტს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

"15 წლამდე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, ხშირად გამქონდა გოლები. ჩემი მწვრთნელი, რომელიც ადრე "ლოკომოტივის" აკადემიაში მუშაობდა,  მეუბნებოდა, რომ სიმაღლის გამო ნახევარდაცვაში თამაში გამიჭირდებოდა. ერთ წელიწადში სიმაღლეში დაახლოებით 20 სანტიმეტრი მოვიმატე. მაშინ მოვიდა გუნდის მწვრთნელი და მითხრა, "დინამოს" აკადემიასთან ცენტრალურ მცველად ითამაშებო. მიყვარს შეტევა, გოლის გატანა და ერთი თვე დასჭირდა მწვრთნელს, რათა პოზიციის შეცვლაზე დავეთანხმებინე.

რამოდენიმე თვის შემდეგ კი 17-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს. იმ გუნდის კაპიტანი ვიყავი. ამპლუის
გამოცვლა სიმაღლემ განაპირობა. ძნელია ჩემი სიმაღლის ფეხბურთელისთვის ნახევარმცველობა და მოედანზე სწრაფად გადაადგილება.

გასულ სეზონში 4 გოლი გავიტანე. მატჩის ბოლო 10 წუთში მწვრთნელი ყოველთვის მაძლევდა შეტევაში ჩართვის უფლებას. ჩვენი კომენტატორები ხშირად ამბობდნენ, ქართველი პიკე შეტევაში წავიდა!"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული