ლაშა შინდაგორიძემ "ბალმაზუივაროშში" პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ახლახან უნგრეთის "ბალმაზუივაროშში" გადასულმა 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ სრულად ჩაატარა "სეგედთან" ამხანაგური-საკონტროლო მატჩი და 44-ე წუთზე გატანილი გოლით მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა ლაშას თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ.

რაც შეეხება "ბალმაზუივაროშის" მესამე ჩვენებურ ლეგიონერს ბაჩანა არაბულს, წინა მატჩში "ორადეასთან" შეუცვლელად იასპარეზა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ტანმაღალი შინდაგორიძე (189 სმ) სწრაფია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდს ძალიან გამოადგება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ძალიან დიდი წარმატებაა
nika
15:52 27-01-2018
0
რა გუნდებია, რა ჯანდაბაა, სახელსაც კი ვერ წარმოთქვამ ძალიანაც, რომ მოინდომო.
levani
12:48 27-01-2018
0

სიახლეები პოპულარული