სანდრო მამუკელაშვილის 3 ქულა და "სეტონ ჰოლის" გამარჯვება "დე პოლთან"

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" მძლავრ "ბიგ ისთის" კონფერენციაში ბოლოდროინდელი 2 წაგების შემდეგ ლიდერობა დაკარგა, გასულ ტურში კი ერთ-ერთ აუტსაიდერ "დე პოლს" შეხვდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "მეკობრეები" "დე პოლს" სტუმრად ეთამაშნენ და 86:70 სძლიეს.

სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 5 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ქართველმა ფორვარდმა 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ლიდერობა კი 21 ქულით მაილს პოუემა გასწია, ეინჯელ დელგადო კი ფარზე დომინირებმა - 19 მოხსნა და 10 ქულა მოაგროვა.

"სეტონ
ჰოლს" 5 მოგება და 3 მარცხი აქვს და "პროვიდენსთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს. ლიდერი კი "ვილანოვაა" 8-დან 7 მოგებით. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს სწორედ "პროვიდენსთან" ელის – 1-ელ თებერვალს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული