ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
35 წლის ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე კარიერას ფინეთის მე-3 დივიზიონის კლუბ "იიპოში" განაგრძობს. ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

"იიპო" ქალაქ იოენსუს კლუბია და 2000-იან Joensuun Keskuskenttä-ზე ასპარეზობს.

"ქალაქ იოენსუში ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი და კლუბთან ერთად ვვარჯიშობდი. ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა გუნდიდან, მაგრამ მე "იიპო" ავირჩიე და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას სირბილაძემ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხა ხა ხა!
kika
04 თებერვალი 2018 08:46
0
ღმერთო რა წარმატებაა,არ მჯერა. რამდენხანს ველოდებოდი ამ ტრანსფერს.მადლოვა სპორტალ.გე-ს :))))) ვაი ჩვენს პატრონს. (ამ ჯგუფიდანაც თუ ვერ გავედით...)
ტიმო
02 თებერვალი 2018 18:00
0
არ გვინდა ეს ნათესავების კომენტარები ძაან გთხოვთ :D რა ამაზე გამტანი ფორვარდი არ გვყავს :D აბა კაჭარავა ვინ არის? ან მჭედლიძე? 900 წუთში სერია A'ში 6 გოლი გაიტანა, ანუ 10 თამაშში :) თან აუტსაიდერი გუნდიდან. ან ქვილითაია რომელიც ასჯერ მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს, მერე მოდიან სიხარულიძე და სხვანი. ვინ სირბილაძე, რა ფინეთის მეოთხე ლიგა, უბნის დონეა :)
Tbiliseli
02 თებერვალი 2018 16:15
0
ფაქტია რომ ამაზე უკეთესი გამტანი ფორვარდი არ გვყავს ამ ეტაპზე ევროპაში. ამ კაცს ეხერხება უფრო სიღრმიად შეტევა , რაც ასერიგად გვაკლია ნაკრებში!
kika
02 თებერვალი 2018 15:36
15
ვაა მალადეც ამას უეჭველი ვიღაც ეყოლება ზემოთ თორე ესეთ ტრანსფერს საიდან გაჩარხავდა
kanudoss
02 თებერვალი 2018 15:06
0
აუ ამ ბებერი ფეხბურთელების გაპიარებას აღარ უნდა შეეშვათ? დარწმუნებული ვარ ფინეთის მეოთხე ლიგას საქართველოს მეორე ლიგა 5 თავით ჯობია და მასეთ გუნდში გადასულ ფეხბურთელებზე საერთოდ რატომ წერთ ვერ ვიგებ? ეგ ხომ სამოყვარულო ფეხბურთის დონეა მეტი არაფერი. შემოთავაზებები ქონდა არა ისა. მანჩესტერი იყო შენით დაინტერესებული ხომ? ხა ხა ხა
roma
02 თებერვალი 2018 13:26
4
მეოთხე დივიზიონის გუნდი რას ნიშნავს? და თან ფინეთის? :DDDD ვაიმეეეე :D ან ის სხვა გუნდები რა დონეზე იყვნენ ფინეთის მეოთხე დივიზიონის გუნდმა რომ აჯობა შემოთავაზებით :D
thrtdtty
02 თებერვალი 2018 13:10
0
კარგია! იმედია სისტემატიურად ითამაშებს ძირითადში და ნაკრებში წაგვადგება!
კიკა
02 თებერვალი 2018 12:24
25
ხო აბა, ამის და დვალიშვილის დუეტის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება
llcl
02 თებერვალი 2018 13:11
0

სიახლეები პოპულარული