გურამ კაშია: ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მილოტ რაშიცას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. 21 წლის კოსოვოელმა "ვიტესი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა.

"იგი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი მეგობარიც იყო. ჩვენ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით და ვარჯიშებზე ერთად დავდიოდით. ჩვენ ასევე ახლო ურთიერთობა გვქონდა ოჯახებითაც.

ვაკო ყაზაიშვილის წასვლის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი სწორედ რაშიცა იყო. თუმცა მან წასვლა არჩია და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. იგი ფიქრობდა, რომ ბუნდესლიგაში უფრო განვითარდებოდა. რაშიცამ შეტყობინებით მომწერა, რომ "ვიტესი
დან" მიდიოდა. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო და ვფიქრობ, რომ იგი უნდა დარჩენილიყო", - აღნიშნა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული