გია გრიგალავა: "ლუდოგორეცთან" ღირსეულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალი" ამხანაგურ მატჩში 0:1 დამარცხდა ბულგარეთის "ლუდოგორეცთან". ამ შეხვედრაში "არსენალის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ასეთ გუნდთან ფიზიკურად თამაში ძნელი იყო, 10 დღის შემდეგ ევროპა ლიგაზე აქვს მატჩი და უკეთაა მომზადებული. ბევრი გვაქვს დასახვეწი. ეს შესანიშნავად გვესმის. არა საჭირო მსაჯთან ზედმეტი საუბარი. რაც შეეხება შეხვედრის ადრე დაწყებას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

მოწინააღმდეგემ უფრო მეტი მომენტი შექმნა, მაგრამ ჩვენ ღირსეულად ვითამაშეთ. არ დაგავიწყდეთ, მხოლოდ ორი დღეა მეორე
შეკრება დაგვეწყო. სამწუხაროა, რომ ანგარიში ვერ გავათანაბრეთ, არადა 100%-იანი მომენტი გვქონდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული