ლაშა კასრაძე ახალ გუნდზე: მიხარია, აქ რომ ვითამაშებ

AutoSharing Option
"სამტრედიის" მცველი ლაშა კასრაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში აღზევებულ "ჟეტისუში" გადავიდა.

ლაშა კასრაძემ გასულ წელს "სამტრედიაში" 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყაზახურმა სპორტულმა გამოცემა Sports.kz-მ "ჟეტისუს" ქართველ ახალწვეულთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

- ლაშა, მოხვედით გუნდში, რომელიც ახლახან დაბრუნდა პრემიერლიგაში. ეს დისკომფორტს არ გიქმნიდათ?
- არა, რა თქმა უნდა. პირიქით, ორმაგი მოტივაცია გვექნება, რომ მაღალ მიზნებზე ვიფიქროთ.

- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს?
- ძალიან კარგად (იღიმის).

- თქვენ ერთადერთი ქართველი ხართ "ჟეტისუში". არ
არის რთული თანამემამულეების გარეშე?

- არა, მეგობრული გუნდი გვყავს, ამიტომ პრობლემა არ იქნება.

- ყაზახეთში ქართველ ლეგიონერებს პატივს სცემენ, მაგრამ ბოლო დროს ჩვენთან ცოტა ქართველი თუ გამოდის. რატომ ხდება ასე?
- არ ვიცი. ყაზახეთში ისედაც 5 ქართველი ითამაშებს ამ სეზონში. ჩვენც პატივს გცემთ და მაგიტომ გამოვდივართ აქ (იღიმის).

- როგორ ფიქრობთ, რომელი ადგილისთვის იბრძოლებს გუნდი?
- ჩვენი მიზანია, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მოვხვდეთ.

- გინდათ რამე უთხრათ "ჟეტისუს" ფანებს?
- გულშემატკივრებს ვეტყვი, მიხარია, რომ ამ გუნდში ვითამაშებ და შევეცდები, მაქსიმუმი დავდო მოედანზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ლაშა რომ წადი,სადაც მეტად დაგაფასებენ და მეტად გამოჩნდები,იქ უნდა იყო. წარმატებები.
Jango
14:08 06-02-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული