დავით ხოჭოლავას სამსახურით "ბრიუგე" იყო დაინტერესებული

AutoSharing Option
"შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა დაადასტურა, რომ ქართველი ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას მიწვევა ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ "ბრიუგეს" უნდოდა, მაგრამ მათ მხოლოდ დაურეკავთ და კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

ამაზე კომენტარი ხოჭოლავამ გააკეთა: "ჩავთვალე, რომ დარჩენა სჯობდა. დაველაპარაკე მწვრთნელებს. მათ მითხრეს, რომ ჩემზე იმედებს ამყარებენ და მათამაშებენ. მე პრაქტიკულად არც მიფიქრია და ბელგიელებს უარი ვუთხარი. ჩემთვის ფინანსები მთავარი არ არის. თუ აქ მათამაშებენ, არსადაც არ წავალ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრიუგეში სჯობდა წასულიყო შახტარზე უკეთესი მომავალი აქვს ბრიუგეს!
ladi
12:20 08-02-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული