საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახურ "აქტობეში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია საფეხბურთო მენეჯერმა, მიხეილ ხუციშვილმა დაგვიდასტურა, ვინც ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარება.
ჯიღაურის ბოლო კლუბი მაკედონიური "ვარდარი" იყო, სადაც მან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. რაც შეეხება "აქტობეს", გუნდმა ყაზახეთის წინა ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.
წყარო LELO.GE