საბოს "შახტარის" ცენტრალური მცველებიდან ყველაზე მეტად ხოჭოლავა მოსწონს

AutoSharing Option
დღეს, "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს. დონბასურმა გუნდმა დილით ქალაქში გაისეირნა, გულშემატკივრებს შეხვდა. ხარკოვში მზიანი ამინდი იყო, მაგრამ ციოდა, ტემპერატურა -8 გრადუსი იყო.

მატჩის შესახებ პროგნოზი კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოზეფ საბომ გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ "რომამ" ბოლო 3 მატჩი მოიგო, ჩემის აზრით, "შახტარმა" უნდა გაიმარჯვოს. მითუმეტეს დღეს. იმედია, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში გავა.

ასე მგონია, მწვრთნელი პაულო ფონსეკა ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად კრივცოვს დააყენებს. ეტყობა, მას ენდობა. მეორე კი შესაძლოა, გამოცდილი რაკიცკი იყოს. ისე, მე
ყველაზე მეტად ხოჭოლავას თამაში მომწონს.

ვთვლი, რომ დონეცკელებს კვალიფიცირებული ცენტრალური მცველი სჭირდებათ, სწრაფი და შეტევის წამომწყები. უდავოა, რაკიცკი კარგი მცველია, მაგრამ უკანასკნელ ხანს ბევრ შეცდომებს უშვებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული