საბა ლონჟანიძემ "ჰორსენსთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში 23 წლის ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სტუმრად ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ჰორსენსს" დაუზავდა 1:1.

მატჩს 10 495-იან სტადიონზე 2 086 მაყურებელი დაესწრო. საბამ 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

"რანდერსი" 16 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 28 თებერვალს "ჰელსინგორს" მასპინძლობს.

საბამ ჩემპიონატის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული