ამ შეხვედრაში მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც ნაანტრაქტევს რამოდენიმე მეტრიდან ვერ შეძლო გოლის გატანა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ეზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეცვალა.
შეგახსენებთ, ხოჭოლავა ფონსეკამ "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.