რატომ ათამაშა მასიმო კარერამ ძლივს ფეხზე დაყენებული ჯანო ანანიძე მოყინულ მოედანზე?

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ლოკომოტივსა" და "სპარტაკს" შორის რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის დიდთოვლობის გამო გადატანა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩაატარეს და 0:0 დასრულდა.

კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ესპანეთში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, 27 თებერვალს დაბრუნდა მოსკოვში, გუშინწინ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად და ამ შეხვედრაში მწვრთნელმა მასიმო კარერამ 78-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა.

თამაშის კომენტატორმა აღნიშნა, რომ ჯანო მოედანზე დაიკარგა, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან -15 გრადუსში, ასეთ მოედანზე ის თავს ვე
რაფრით ვერ წარმოაჩენდა და თანაც, ერთიც აუცილებლად აღსანიშნავია - კერძოდ, რა იმის განსაკუთრებული აუცილებლობა იყო, რომ ფეხზე ძლივს დაყენებული ანანიძე მოყინულ მოედანზე არ შეეშვა?

აი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი კი თავის თავდამსხმელებს არის და ფარფანს გაუფრთხილდა და ეს ასე ახსნა:"ერთი წუთითაც არ გავრისკავდი. წინ კიდევ 9 მატჩი და ევროპა ლიგა გვაქვს. რატომ? ტრავმა რომ მიეღო, მთელი სეზონი გაუცდებოდა. იგივეს ვიტყოდი ფარფანზე. შემეძლო გამაყუჩებლით მეთამაშებინა. ჩვენ ხომ წინ 9 შეხვედრა გვაქვს. სეზონი არ დასრულებულა".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ითამაშებდა და დაიმტვრეოდა, თავს გაუფრთხილდებოდა და “ჩაიკარგებოდა”, ნათელი ტაქტიკაა, ვერაფერს იტყვი.
Expert
05 მარტი 2018 19:33
0
რა უკრაინიდან სამი კაცის დამატება???!!! . ეროვნული ნაკრებში უნდა იყვნენ მარტო ქართველები , ან მაქსიმუმ საქართველოში დაბადებულ გაზრდილი , ან ნახევრად ქართველი უნდა იყოს, ტიპს ფული გადაუხადო და ჩამოათრიო რა აზრი აქ? საკლუბო დონეზე კი ბატონო, უხდება კიდეც. მაგრამ ქვეყანა ქცეყანააა, რას გავს საფრანგეტი , ინგლისი, ბელგია, Hოლანდია, ვერ გაიგებ რა ყვეყანაა! Aრგენტინა, ბრაზილია, და მტელი აფრიკა ჩამოიყვანეს და მაგან უტირა დედა ფეხბურთს, სუფთა დოღი გახდა, დარბიან, დარბიან,დარბიან და არანაირი სილამაზე რაც ადრე ქონდა ფეხბურთს .... ვინც არ მეთანმხმებით ცივი წყალი დალიეთ...!
Vasili
05 მარტი 2018 15:02
0
ჯანო ჩვენი ნაკრების ტვინია და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება,მითუმეტეს ჩვენი კალიბრის გუნდებთან.
gode
05 მარტი 2018 14:09
2
vaso-ს. ვასია, შენგან კარგი საფეხბურთო ექსპერტი დადგებოდა 2200 წლის 32 დეკემბრიის შემდეგ. მანამდე კი სწავლას დაეწაფე. ასე აჯობებდა, ჩემამზემ.
silovan
05 მარტი 2018 13:21
11
მაგარი მოაზროვნეები ხართ რა ღრუზინები. არ ათამაშებენ ჯანოს და წუხართ, რატომ არ ათამაშებენო, ათამაშებენ და რატომ ათამაშებს ყინვაშიო!! ბოდიში და თქვენ ხომ არ გაუბერეთ???
kolia
05 მარტი 2018 13:19
14
კოლია რა სახელია ბიჯო?! კო - ლია?! ))
aburjga
05 მარტი 2018 14:48
1
დაკარგული არაა?2-3 წელი კიდეაქ კონტრაქტი და მერე ქე გახდება 30 ის და ვსიო,, მასეა ოქრიაშვილი, ჭანტურია და მჭედლიძე, დაამატე მაგას კანკავა და ნავალოვსკი ლორიათი და ეგაა. აი ეს ხალხი ნაკრებში აGარაა საჭირო, არიან ბიჭები, რომლებიც თამაშობენ ევროპაში და სხვათა შორის წარმატებითაც 90 წუტი და გოლებიც გააქვთ ხანდახან დაამატე 2-3 იგროკი უკრაინიდან და მიიღებ კარგ ბრძოლისუნსრიან ტექნიკურ ნაკრებს, მხოლოდ კაი მცოდნე, მომთხოვნი მწვრთნელია საჭირო, ვაისს ჯერ ასეთი არ უჩვენებია, აწი ვნახოთ
vaso
05 მარტი 2018 11:14
4
არ ჭირდება და ამიტომ ათამაშა, პაშალიჩს და ხანის გაუფეთხილდა ყინულზე რამე არ მოსვლოდათ, დაიკარგება ეს ბიჭი საერთოდ
goga
05 მარტი 2018 10:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული