რუსულმა გამოცემამ საბა კვირკველია "ატლეტიკოსთან" მატჩში უარყოფითად შეაფასა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში თავისი გუნდიდან ერთ-ერთი დაბალი შეფასება მიიღო.

Sport.rambler.ru-მ ქართველ უკანახაზელს 4,5 ქულა დაუწერა. აი, რა წერია კვირკველიას შესახებ სტატიაში:

"2017 წლის შემოდგომაზე კვირკველიას ყველა აკრიტიკებდა, რადგან ევროპა ლიგის მატჩებში ძალიან ინერტული იყო და კარგ თამაშს ვერ ანახებდა. ასე იყო გუშინაც. კვირველიამ ვერ მოასწრო ზონების ჩაკეტვა პირველი და მესამე გოლების დროს".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" მოსკოვის "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
საბას ბრალი ნამდვილად არ იყო სამივე გოლი,მთლიანად იყო გუნდი დამნაშავე. ისე საინტერესოა ყარაბახს როგორ ვერ მოუგო ატლეტიკომ.2 ფრე ითამაშა ყარაბაღთან.
gabo
17:06 09-03-2018
0
კვირკველია ერტი უფერული მცველია...კლასი ბიცია კლასი
kaki
15:28 09-03-2018
8

სიახლეები პოპულარული