კვირკველიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, თუმცა საკუთარი თანაგუნდელები მარცხს ვერც მან აარიდა.
თამაში თავიდან ბოლომდე "ათლეტებისა" იყო, საულ ნიგესის მიერ გატანილი გოლი კი დიდხანს არ დაგვავიწყდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სიმპათიები რუსი "რკინიგზელებისკენ" იყო გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წყვილში ძალები, უბრალოდ, არათანაბარია.
"მილანმა" საშინაო შეხვედრაში ვერაფერი მოუხერხა "არსენალს". ორი ექსგრანდის დაპირისპირებას ტემპი არა
სენსაციურად დამარცხდა "დორტმუნდი", რომელმაც შინ "ზალცბურგს" მოუხარა ქედი. გერმანული კლუბი იმდენად არასტაბილურია, მისგან არაფერია გასაკვირი. არადა, შემადგენლობა ისეთი ჰყავს, თქვენი მოწონებული...
გვიანი შეხვედრებიდან უნდა გამოვარჩიოთ "მარსელის" ზეობა "ბილბაოსთან" მატჩში.
ხოლო რაც შეეხება კიევის "დინამოს", უკრაინულმა კლუბმა მაგრად იბრძოლა რომში და ფავორიტ "ლაციოსთან" საპატიო ფრეს გამორჩა.
ევროპა ლიგა. I მატჩები
მილანი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 მხითარიანი (15), 0:2 რემზი (45)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია (79. ბორინი), ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო, კუტრონე (69. ანდრე სილვა), ჩალჰანოღლუ (62. კალინიჩი).
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჩემბერსი (85. ელნენი), მუსტაფი, კოსიელნი, კოლაშინაცი (62. მეიტლენდ-ნაილსი) - რემზი, ჯაკა - იოზილი (80. ჰოლდინგი), უილშირი, მხითარიანი - უელბეკი.
ატლეტიკო-ლოკომოტივი 3:0
გოლები: 1:0 საულ ნიგესი (22), 2:0 დიეგო კოშტა (47), 3:0 კოკე (90)
ატლეტიკო (4-4-2): ვერნერი - ფელიპე ლუიში, ერნანდესი, ხიმენესი, ხუანფრანი - კორეა (75. ფერნანდო ტორესი), თომასი, საულ ნიგესი, კოკე - გრიზმანი (67. ვიტოლო), დიეგო კოშტა (75. გამეირო).
ცსკა-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 მარსელო (68)
დორტმუნდი-ზალცბურგი 1:2
გოლები: 0:1 ბერიშა (49-პენ), 0:2 ბერიშა (56), 1:2 შიურლე (62)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - კასტრო, პაპასტატოპულოსი, თოფალი, შმელცერი - ვაიგლი, დაუდი - როისი, გიოტცე (61. პულიშიჩი), შიურლე - ბატშუაი (61. ფილიპი).
ლაციო-დინამო (კ) 2:2
გოლები: 0:1 ციგანკოვი (52), 1:1 იმობილე (54), 2:1 ფელიპე ანდერსონი (62), 2:2 მორაეში (79)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - უოლასი (85. ნანი), დე ვრეი, რადუ - ბასტა (74. პატრიკი), მურჯა (74. პაროლო), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ჯ. ლუკაკუ - ფელიპე ანდერსონი - იმობილე.
მარსელი-ბილბაო 3:1
გოლები: 1:0 ოკამპოსი (1), 2:0 პაიე (14), 2:1 ადურისი (45-პენ), 3:1 ოკამპოსი (58)
ლაიპციგი-ზენიტი 2:1
გოლები: 1:0 ბრუმა (56), 2:0 ვერნერი (76), 2:1 კრიშიტო (86)
სპორტინგი-პლზენი 2:0
გოლები: 1:0 მონტერო (45), 2:0 მონტერო (49)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"