დონეცკელთა მცველმა დავით ხოჭოლავამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეგახსენებთ, წინა ტურის მატჩი მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
"ვორსკლას" სასტარტოში იყო სანდრო კობახიძე და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე. ამ უკანასკნელმა 67-ე წუთზე მარლოსი მოცელა და დაზარალებულმა თავად შეასრულა ზუსტად თერთმეტმეტრიანი.