გიორგი მერებაშვილმა ნიკა კაჭარავას "კორონას" გოლი გაუტანა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" პლოცკში 2:0 დაამარცხა ნიკა კაჭარავას "კორონა".

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 88-ე წუთზე გოლი გაიტანა, 90+2-ე წუთზე კი შეცვალეს. ეს მისი მე-5 გოლია ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატზე. რაც შეეხება ნიკას, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"ვისლა" 42 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, "კორონა" კი 40 ქულით მეექვსეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული