21:49 15-03-2018
"ატლეტიკომ" საბა კვირკველიას" "ლოკომოტივი" აბუჩად აიგდო [VIDEO]
AutoSharing Option
ჯერ კიდევ კენჭისყრის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ "რკინიგზული" გუნდი მრისხანე მეტოქეს ვერ გაუმკლავდებოდა და ასეც მოხდა. მადრიდში 3:0 გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელი დიეგო კოშტა რუსეთში არ წაიყვანა, ხოლო ფორვარდი ანტუან გრიზმანი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
მოკლედ, "ლოკომოტივს" დონე "ნიცას" დასამარცხებლად კი ჰყოფნის, მაგრამ ევროგრანდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ - არა. როხიბლანკომ კი ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო და მხოლოდ "ბარსელონასთან" დამარცხდა.
ერთი სიტყვით, კვირკველიამ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა "ლოკოში" დარჩენა თუ კარგ ევროპულ გუნდში გადასვლა ურჩევნია. თუ რომელიმე ასეთი კლუბი მართლა იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ შეხვედრაში მან თავი დადებითად ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ცუდი ისაა რომ 7-1 არ მოიგო ატლეტიკომ! სამარცხვინო რუსები!