ლაშა დვალმა "ტერმალიკას" 2 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ქართველი ცენტრალური მცველის ლაშა დვალის შჩეცინის "პოგონმა" ნიეჩიზაში 4:2 დაამარცხა "ტერმალიკა. ამ შეხვედრაში, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა, ლაშამ დუბლი შეასრულა.

ლაშა ბოლო მატჩებში შესანიშნავად თამაშობს და პოპულარულმა პოლონურმა გამოცემამ "პილკა ნოზნამ" წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

დვალმა ამ სეზონში ჩემპიონატის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "პოგონი" სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 ადგილზეა და 2 აპრილს "შლიონსკს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული