საბა ლობჟანიძემ "ოდენსეს" გოლი 90+4-ე წუთზე გაუტანა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 26-ე ტურში ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სახლში 4:1 დაამარცხა "ოდენსე" და 20 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

ამ შეხვედრაში ლობჟანიძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და 90+4-ე წუთზე გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში საბამ დანის ჩემპიონატის 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ქართველების "სილკებორგი" კი საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "კოპენჰაგენთან". დავით სხირტლაძემ 85 წუთი ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე 52-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული