კვირკველია "ლოკომოტივში" შეუცვლელია - საბამ მოსკოვური გუნდის ყველა მატჩში ითამაშა

AutoSharing Option
საიტმა Sport.business-gazeta.ru-მ ის 15 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში შეუცვლელად ასპარეზობენ და ყველა მატჩი ბოლომდე ჩაამთავრეს.

სიაში მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი საბა კვირკველიაც მოხვდა.

კვირკველიამ გუნდის 22-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლოკომოტივში კვირკველია შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ზუსტად მისი კარგი თამაშის დამსახურებაა, რომ მოსკოველებმა მხოლოდ 15 გოლი გაუშვეს, რაც რუსეთის პრემიერლიგაში მეორე შედეგია.

დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად სოლომონი ფორვარდებსაც ეხმარება და მის ანგარიშზე უკვე 2 გატანილი გოლია.

ქართველი ყაზანის "რუბინიდან" იმიტომ გამოუშვეს,
რომ მას ყურბან ბერდიევმა სესარ ნავასი ამჯობინა. როდესაც ბერდიევს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეკითხებიან, ის პასუხობს, რომ ამას არ ნანობს", - ნათქვამია სტატიაში.


მკითხველის კომენტარები / 1 /
Ar gvaqvs yvelas silq sports da Ra vqnat sad vuyurot axalgazrdulis maths?
Ki ko
16:40 27-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული