"სან ხოსე": ბექჰემი, ანრი, კაკა, კინი და პირლო - ვაკო ყაზაიშვილი მათზე სწრაფად აიჭრა სცენაზე

AutoSharing Option
25 წლის ქართველ ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს თავისი კლუბი "სან ხოსე ერსქვიკსი" სტატიას უძღვნის, სადაც მიმოიხილავს მის ორ უკანასკნელ თამაშს საქართველოს ნაკრებში და საიტის მომხმარებელს ლიტვასა და ესტონეთთან გატანილი გოლების ვიდეოებს სთავაზობს.

"როდესაც თქვენ წარსულში MLS-ის ყველაზე დიდ ვარსკვლავებზე ფიქრობთ, გახსენდებათ დევიდ ბექჰემის, ტიერი ანრის, კაკას, რობი კინის, ანდრეა პირლოს და კუატემოკ ბლანკოს სახელები.

ახლა ასეთები დავიდ ვილია, დიეგო ვალერი, ინასიო პიატი, ჟოზი ალტიდორი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი და მიგელ ალმირონი არიან. რას იტყვით, თუ გაუწყებთ, რომ ლიგაზე ვაკოს პირველი 15 მატჩი უფრო
პროდუქტიული იყო, ვიდრე ყველა ზემოჩამოთვლილი მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავისა?

1 000 წუთში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფაქტია, ვაკო სცენაზე მათზე სწრაფად აიჭრა. ამას გარდა, ნაკრებში 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მათ შორისაა ეს შედევრი ესტონეთთან".

ვაკოს მიერ გატანილ გოლს ასე ეხმაურება რუსული "ევროსპორტი": "საქართველოს ნაკრების ჰავბეკმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ კუარეჟმას როდი შეუძლია ჭვინტით ასე გაისროლოს ბურთი ცხრიანში".

https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-nakrebiiii/116868-bravo-saqarthvelos-nakrebma-mshrali-angarishith-mijrith-meore-matchi-moigo-video.html
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ჩამოთვალეს და მთავარი გამორჩათ, ჯოვინკო ლეწავს ყველაფერს და ესენი ვინ ჩამოთვალეს:/? ვაკო სუპერ!
mate
03:39 29-03-2018
0
ბრავო ვაკო!!!
ისე რუსებს მაინც უყვართ ქართველები რას იტყვი შენ?????
დათო
12:27 28-03-2018
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული