ჯანო ანანიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომის "ვილა სტიუარტის" კლინიკაში ოპერაცია პროფესორმა პიერპაოლო მარიანიმ გაუკეთა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინა მყესის პლასტიკა.

ფეხბურთელის კლუბის, მოსკოვის "სპარტაკის" საიტი იტყობინება, რომ ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

სარეაბილიტაციო ღონისძიებების გასავლელად ჯანო გარკვეული პერიოდი კლინიკაში დარჩება. მას სავარაუდოდ 6 თვე მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, ჯანომ ტრავმა საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩის მე-6 წუთზე მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარხარ, შენ ნაკრების დიდი იმედი ხარ, წარმატებას და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ
გიგა
28 მარტი 2018 22:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული