კარერა: გავაფრთხილე ვაისი, რომ ანანიძე 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო

AutoSharing Option
ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის ტრავმის მიღების შესახებ მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"იცით, რომ ჯანოს გამო სპეციალურად ჩავედი მოსკოვში და "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" თამაშს დავესწარი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მასიმო კარერასთან ვივახშმე. ანანიძის შესახებ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მზად იყო ის. მე ვკითხე: "გინდა, რომ ჯანომ ნაკრებში მხოლოდ 20-30 წუთი ითამაშოს? რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი?" იტალიელმა მიპასუხა, რომ ის ბოლომდე ჯანმრთელია და თამაში შეუძლია".

დღეს "სპორტ-ექსპრესმა" "სპარტაკის" თავკაცს მასიმო კარერას დაუსვა ჯანოს შესახებ კითხვა - ესაუბრა თუ არა ეროვნულ გუნდში გამგზავრების
წინ ვაისს ანანიძის ფორმის შესახებ? იტალიელმა ასეთი პასუხი გასცა:

"დიახ, ვესაუბრე. მე გავუშვი ანანიძე, რადგან ჩავთვალე, რომ ნაკრებში ასპარეზობა ფორმაში ჩადგომაში დაეხმარებოდა. თუმცა, ისიც ვუთხარი, რომ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო. ამიტომ, მართალი გითხრათ, არ ველოდი თუ პირველივე წუთიდან ვიხილავდი მოედანზე".
მკითხველის კომენტარები / 12 /
პირვლი წუთიდან კი იყო მაგრამ სულ 6 წუთი გაძლო!
aburjga
22:45 30-03-2018
1
ძალიან ცუდი...! ისე რა ეპიზოდშიც მიიღო ტრამვა, ხო შეიძლებოდა მასე, ჩვეულებრივ ვარჯიშზეც დაშავებულიყო, გამოდის რო ბოლომდე გამოჯანრმთელებული არ ყოფილა და გულგრილობის გამო კიდე მინიმიმ 6 თვე მკურნალობა მოუწევს...
Vasili
01:16 31-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული