დავით ხოჭოლავა: კიევის "დინამოსთან" მატჩში პროვოკაციას არ წამოვეგებით

AutoSharing Option
შაბათს უკრაინის ჩემპიონატზე არამარტო ტურის, არამედ მეორე წრის ცენტრალური მატჩია - "შახტარი" ხარკოვში კიევის "დინამოს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ football.ua-მ ინტერვიუ დონბასური გუნდის მცველს დავით ხოჭოლავას ჩამოართვა.

- დავით, "დინამო" თქვენს დევნას განაგრძობს, თუმცა თუ დაამარცხეთ, ფაქტიურად ჩემპიონები გახდებით.


- არა მგონია, ამ მატჩში გადაწყდეს ოქროს მედლების ბედი. თუმცა, თუ გავიმარჯვებთ, მიზნისაკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ. მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე "დინამო" ჯერ არ დაგვიმარცხებია და თამაშისთვის ორმაგი მოტივაციით ვემზადებით.

- ჩემპიონატზე თქვენი ღირსეული მეტოქე მხოლოდ "დინამოა"?


- ვერ დაგეთანხმებით. მაგალითად, "ზორია"
ძალიან კარგი გუნდია. მის წინააღმდეგ ძნელია თამაში. უბრალოდ, "შახტარი" ყველა მატჩისთვის სერიოზულად ემზადება. ვცდილობთ, პირველივე წუთიდან დავეუფლოთ ინიციატივას და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. ჯერჯერობით ეს გამოგვდის.

- გაზაფხულზე "შახტარს" გოლი არ გაუშვია. ასევე გაგრძელებას აპირებთ?


- ამის დიდი იმედი მაქვს. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

- "ზორიასთან" მატჩის დასასრულს შეხლა-შემოხლაში თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. ელით "დინამოსგან" პროვოკაციებს?

- ცოტა ხნის წინ ამაზე მწვრთნელი გვესაუბრა. პირველ წრეში ბევრი გაუმართლებელი ყვითელი ბარათი მივიღეთ. ვფიქრობ, თავს ხელში ავიყვანთ და პროვოკაციას არ წამოვეგებით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული