გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ურალის" ქართველ ნახევარმცველს გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს.

"ჩვენი გუნდის მოთამაშეს, რომელსაც მარცხენა მუხლის ჯვარედინა მყესები დაუზიანდა, დღეს ოპერაცია ცნობილმა ექიმმა იურგენ აინჰორნმა გაუკეთა. ოპერაცია მიუნხენის მახლობლად ერთ-ერთ კლუნიკაში ჩატარდა. ახლა ფეხბურთელს რეაბილიტაციისა და აღდგენის ხანგრძლივი პროცესი ელის. ექიმების პროგნოზით, ამას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება", - ნათქვამია კლუბის პრეს-სამსახურის ცნობაში.

ამ სეზონში გიორგიმ პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული