ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა Vesti.kz-ს მიერ შედგენილ ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ნაკრებში მოხვდა.

"2015/16 წლებში, როდესაც ჯაბა კანკავა "რეიმსში" ასპარეზობდა, მას ისეთი გუნდების წინააღმდეგ უწევდა თამაში, როგორებიც "მარსელი", პსჟ და "ლიონი" არიან.

ქართველის ფასი 4 მილიონი ევრო იყო, თუმცა ამის შემდეგ მისთვის რთული პერიოდი დადგა.

კანკავა უგუნდოდ დარჩა და საბოლოოდ ის "ტობოლში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

ახლა მისი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულთა ნაკრებში მაინც მოხვედრილიყო", -
ნათქვამია სტატიაში.

▶ ცუდად ყოფნის პერიოდი ამის ბრალი არ ყოფილა - ჯაბა კანკავას ინტერვიუ kvirispalitra.ge-სთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული