პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავა ათამაშა და თასის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
უკრაინის თასის ნახევარფინალურ მატჩში "შახტარმა" 5:1 დაამარცხა "მარიუპოლი" და ფინალში გავიდა.

ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში კიევის "დინამოსთან" ქართველი მცველის დავით ხოჭოლავას მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად დონეცკელები 0:1-ზე დამარცხდნენ, თუმცა წაგება მხოლოდ მისი ბრალი არ იყო, ვინაიდან მთელი გუნდი უხეიროდ გაისარჯა. მწვრთნელი პაულო ფონსეკა სწორად მოიქცა და დღეს "მარიუპოლთან" შეხვედრაში დავითი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ამით აგრძნობინა, რომ საჭირო ფეხბურთელად თვლის და ფსიქოლოგიურად არ გატეხა.

დონბასელებმა გოლი მეკარე ანდრეი პიატოვის შეცდომის შედეგად გაუშვეს.

9 მაისს დნიპროში ფინალში "მეშახტეები" კიევის "დინამოს" შეხვდებიან, რომელმაც "დნიპრო
1"-ს 4:1 სძლია და იმედია, ხოჭოლავას რევანშის აღების საშუალება მიეცემა.

21 აპრილს პრემიერლიგის მორიგ ტურში "შახტარი" ქართველების "ვორსკლას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული