- როგორ შეაფასებდით "ხიმნასტიკის" მიმდინარე სეზონს?
- ყოველ შეხვედრაში გუნდი წარმატებისთვის ბოლომდე იბრძვის. გვინდა, რომ წელს ადგილი შევინარჩუნოთ და მომავალ სეზონში იქნებ პრიმერა დივიზიონშიც გადავიდეთ.
- თქვენ დღეს კლუბის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხართ, მაგრამ ადრე მცირე დრო გეძლეოდათ...
- ეს ევროპაში ჩემთვის პირველი გამოწვევა იყო და ალბათ, ამიტომ... ჩემი ოჯახისგან მოშორებით ვიყავი... სათამაშო სტილი, ხალხი, ყველაფერი ახალი იყო.
ამიტომ დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში,
- რომელი სჯობს, დანიის უმაღლესი დივიზიონი თუ ესპანეთის მეორე დივიზიონი?
- ჩემთვის ესპანეთის მეორე დივიზიონი უფრო ძლიერია, რადგან აქ უფრო ფიზიკურ დატვირთვებზე კეთდება აქცენტი.
- თქვენ ტარაგონაში გიორგი აბურჯანიას რჩევით გადმოხვედით, რომელიც ახლა "სევილიაში" თამაშობს...
- ჩვენ მეგობრები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობთ, როდესაც ბავშვები ვიყავით.
- რა შეიცვალა ოთარ კაკაბაძის თამაშში? ის ბრწყინვალედ გადაადგილდება ბურთთან ერთად...
- არ ვიცი, ვერ გეტყვით... ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია...
- რატომ ჰქონდა "ხიმნასტიკს" სეზონის საშინელი სტარტი?
- არ ვიცი, ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ტექნიკური სტაფი გვყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად უნდა ვიბრძოდეთ.
- გვპირდები, რომ მომავალ სეზონში კვლავ ტარაგონაში იქნები?
- მე ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს...
- მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება...
- დიახ, მაგრამ ამ მომენტისთვის მთლიანად "ხიმნასტიკზე" და მომავალი თვის თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. 7 თამაში კიდევ დაგვრჩა და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
- თამაშის ეს სტილი ჩვეულებრივი გახდა კაკაბაძისთვის, დრიბლინგით ჩამოიცილოს 2-3 მოთამაშე და ჩააწოდოს...
- დიახ, ამ სეზონში გუნდისთვის უფრო მეტად შესაბამისი ვარ და უკეთესად ვთამაშობ, ბევრი რამ ვისწავლე.
▶ ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
გთხოვთ საწყენად ნუ მიიღებთ,მით უფრო,რომ იგივე შეცდომას, ძალიან ბევრი უშვებს.პატივისცემით სოსო.