"შენ გამო დიდების კედელი უნდა გავადიდოთ!" - გურამ კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა. ქართველმა არნემული კლუბის შემადგენლობაში 243 შეხვედრა ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია.

აქამდე ყველაზე მეტი (242) მატჩი "ვიტესის" მაისურით ტეო იანსენს ჰქონდა გამართული.

ჰოლანდიური კლუბის Facebook-გვერდმა ამ ფაქტს ვიდეო მიუძღვნა.

"ვიტესის" დირექტორმა იოოს დე ვიტმა კაშიას მიმართა:

"ბოლო 8 წლის განმავლობაში შენ უმნიშვნელოვანესი იყავი გუნდისთვის არა მხოლოდ კაპიტანი, არამედ - როგორც ადამიანი.

შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩვენი გუნდისთვის, სპონსორებისთვის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის.

იცი, რომ დიდების კედელი გვაქვს გუნდში და ვაპირებთ, ის უფრო
გავადიდოთ".

რაც შეეხება გურამ კაშიას, მან შემდეგი განაცხადა:

"უბრალოდ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ! 8 წელი დიდი დროა. მე ამ დროის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს გუნდის ხელმძღვანელობასთან და რა თქმა უნდა, მოთამაშეებთან ერთად.

ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიამაყო. ამის მიღწევაში თქვენ დამეხმარეთ, ამიტომ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, ამისთვის ბევრი ვიშრომე. რა თქმა უნდა, ზოგჯერ იყო რთული დღეები, ცუდი მატჩები, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", - აღნიშნა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ, გურამ, გილოცავ! მართაც რომ საამაყოა და სასიხარულო შენი წარმატება! შენ კარგი მაგალითი ხარ იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობა და თავდადება საქმისთვის.
giglia
11:38 20-04-2018
1
იმას თუ გულისხმობ რომ ერთად დადიან ფართებზე და დისკოტეკებზე არ ვიცი,თორემ მაგ გუნდს შეკრულის არაფერი ეტყობა,მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მაჩანჩალა ნაკრებია.
bmb-ს
10:13 20-04-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული