როგორც გაუწყეთ, პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში კრაკოვის "ვისლასთან" მატჩის მე-15 წუთზე მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
გუნდის ექიმმა პაველ ნოვაცკიმ განაცხადა, რომ გიორგის კუნთი დაუზიანდა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს, სარეაბილიტაციო პერიოდი ორ თვეს გასტანს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.