გიორგი პაპუნაშვილს შანსი მისცეს და გამოიყენა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის 36-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ალმერია".

წინა ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში გიორგი მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და გოლი გაიტანა, გუშინ კი გონსალესმა თქვა, რომ ახლა ქართველი ლეგიონერის დროა, შანსს მისცემდა და უნდა გამოეყენებინა.

ჰოდა, გამოიყენა კიდეც. ის მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე ანგარიში ბორხა იგლესიასის პასით გახსნა. პაპუნაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

85-ე წუთზე ბორხა იგლესიასმა გაიტანა მეორე გოლი, სტუმრებმა კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ
ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და არაგონულმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

გიორგიმ ჩემპიონატის 22 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, "სარაგოსა" კი 58 ქულით მე-4 ადგილზეა,  27 აპრილს სტუმრად "რეუს დეპორტიუს" ხვდება და თუ ექვსეულში მოხვდა, ლა ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი გილოცავ, კიდევ უამრავი მომელოცოს, გაიხარე
gizog
22:39 21-04-2018
0
მაგრა აქ ამ ბიჭს მომატებული ნაკრებსიც კარგი იყო.წარმატებები გიორგის საკმაოდ ნიჭიერია და თუ არ იზარმაცებს დიდ ფეხბურთს ითამაშებს
zaza
12:02 22-04-2018
0

სიახლეები პოპულარული