გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო, შეცვალეს და "ანჟი" დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში გიორგი ლორიას "ანჟი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ურალთან".

გიორგიმ 64-ე წუთზე ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ალექსანდრ ბუდაკოვმა შეცვალა.

84-ე წუთზე სტუმრებმა გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ანჟი" 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და პირველ ლიგაში გავარდნა ემუქრება. 28 აპრილს მახაჩკალური გუნდი ტულაში "არსენალს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული