"სარაგოსა" პაპუნაშვილთან ერთად უკეთესია - ესპანური პრესა ქართველის კარგ თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
ესპანური საიტი Heraldo.es გიორგი პაპუნაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება.

"პაპუს დროა! - განაცხადა "სარაგოას" მწვრთნელმა ნატხო გონსალესმა პარასკევს, მისი შეფასება დაფუძნებული იყო ვარჯიშებზე, ფეხბურთელზე დაკვირვებაზე, ასევე ის კარგად ამჩნევდა რამდენად უკეთესად თამაშობდა პაპუ წინა მატჩებში. მთელი ეს პროგრესი შაბათს დადასტურდა, როდესაც პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა.

როდესაც პაპუნაშვილი "სარაგოსაში" ზაფხულში გადმოვიდა, მისი პერსპექტივები ბუნდოვანი იყო. განსაკუთრებით, ბრემენის "ვერდერში" მისი წარუმატებელი ტრანსფერის გათვალიწინებით.

მას მალე "პაპუ" უწოდეს. პაპუნაშვილს თავდაირველად ენის პრობლემა შეექმნა და თანაგუნდელებს ვერ ესაუბრებოდა, თუმცა შემდგომში მან ენის სწავლა დაიწყო.

"ლუგოს" წინააღმდეგ
სათასო შეხვედრაში გატანილმა გოლმა პირველი იმედები გააჩინა, პაპუმ საბოლოოდ მოახერხა სოციალიზაცია და გუნდში ინტეგრირება.

წინა კვირაში მან გაიტანა, შაბათსაც მან სცადა და კიდევ გაიტანა, "სარაგოსა" აშკარად უკეთესია მასთან ერთად ამ პოზიციაზე, ვიდრე ებასთან ერთად", - ნათქვამია სტატიაში.

▶ გიორგი პაპუნაშვილს შანსი მისცეს და გამოიყენა კიდეც [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული