საბა ლობჟანიძე: ჩემთვის იდეალური ლიგა? ჰოლანდია, მაგრამ...

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" "რანდერსის" ქართველ შემტევს, საბა ლობჟანიძეს კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკის შემდეგ დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დანიის შემდეგ თამაშს რომელი ქვეყნის ლიგაში ისურვებდით?
- ასე თქმა გამიჭირდება...

- მაგრამ იდეალურ ვარიანტად რომელი ლიგა მიგაჩნიათ?
- ჰოლანდია. ეს ჩემთვის ნამდვილად იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ვნახოთ, რა იქნება.

- ერედივიზიონში დანიაზე უკეთესი დონეა, პლუს, სელექციონერთაგან - მეტი ყურადღება და ინტერესი...
- დიახ, თანაც, კარგი ტრამპლინია. თუმცა, ვიმეორებ - მართლა მირჩევნია, ახლა მთელი გულისყური "რანდერსის" თამაშებზე გადავიტანო, რადგან კარგად მხოლოდ მაშინ
ვთამაშობ, როცა გონება ათას რამეზე არ ფიქრობს. ამას ვგულისხმობდი წეღანაც, თორემ მიზანი რომ უკეთეს ლიგაში თამაშია, ეს რა დასამალია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული