Marca-მ მიზეზები ჩამოთვალა: რატომ დატოვებს გიორგი აბურჯანია "სევილიას"?

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" "ბარსელონასა" და "სევილიას" მეორე გუნდის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც დიდი ალბათობით, თავიანთი გუნდის რიგებს დატოვებენ.

სამწუხაროდ, სიაში "დალაქთა" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც მოხვდა.

"მარკამ" ფეხბურთელთა შემადგენლობა ასაკის, გამოცდილების და მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით შეადგინა.

სტატიაში გიორგი აბურჯანიას შესახებ ვკითხულობთ:

"თითქმის გამორიცხულია, აბურჯანია "სევილიას" პირველ გუნდში დააწინაურონ. ამიტომ ის გუნდს დატოვებს.

რა იქნება ამის მიზეზი? ის უკვე ისეთ ასაკშია (აბურჯანია 23 წლისაა) და იმხელა გამოცდილება აქვს მიღებული, რომ მისთვის მარტო მეორე გუნდში თამაში საკმარისი არ იქნება", - ნათქვამია
სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ratom datovebs da martivad vtqvst araa seviliis donis da imitom da tu meore gundshi kmayofilia - ar gamoushveben da iqneba iq. ra mizezebis chamotvla unda amas...
levani
08:07 26-04-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული