რას ველოდოთ დანიაში? კარგი ქართველი ბიჭები ცუდი გუნდებით [PHOTO]

AutoSharing Option
დანიაში სეზონი სრულდება: "ბრონდბიუ", "მიუდტლანდი", "კოპენჰაგენი" და ა.შ. ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვიან, ქართველთა გუნდები კი - გადასარჩენად, რადგანაც სუპერლიგაში გარანტირებული ადგილი არცერთს არ აქვს.

დანიის სუპერლიგა შემდეგი სქემით ხელმძღვანელობს: სეზონის პირველი ნაწილი არის რეგულარული ჩემპიონატი, სადაც 14 გუნდი მონაწილეობს. ორი წრის შემდეგ იყოფა საჩემპიონო რაუნდად (6 გუნდი) და რელეგაციის რაუნდად (8 გუნდი). რელეგაციის რაუნდი იყოფა 2 ოთხგუნდიან ჯგუფად, სადაც პირველ ორ ადგილზე გასული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის იბრძოლებს, ხოლო ბოლო ორი - სუპერლიგაში დასარჩენად.

დანიაში ამჟამად 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ამათგან სამი
- სუპერლიგაში და ერთი რანგით მეორე ლიგაში. ქართველთა ორივე გუნდი რელეგაციის სხვადასხვა ჯგუფში მოხვდა და მე-3 ადგილზე გავიდა, რის გამოც ისინი ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სუპერლიგის პლეი-აუტში მიიღებს მონაწილეობას. ის "სილკებორგს",  "ლინგბიუს" და "ჰელსინგორს" დაუპირისპირდება. ამათგან ორი სუპერლიგას დატოვებს.

საბა ლობჟანიძემ წინა ტურში მარტომ მოუგო "სონდერისკეს", რომელიც ჩემპიონატში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს საგზურისთვის იბრძოლებს. ქართველმა მეტოქეს ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მისი შეჩერება უბრალოდ ვერ შეძლეს.

საბა ლობჟანიძემ "სონდერისკესთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და "რანდერს" მოაგებინა [VIDEO]

ამ სეზონში საბამ 33 სეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამათგან დანიის სუპერლიგაში - რვა გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

რაც შეეხება "რანდერსს", ის ამავე სახელწოდების ქალაქში ასპარეზობს, რომელშიც 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "ბიონუთრია პარკზე" თამაშობს, რომელიც 10 300 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

იმავე ვითარებაშია ქართველთა "სილკებორგიც", მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გუნდი თავის გადასარჩენად იბრძვის. კლუბი ანალოგიურად პლეი-აუტში "რანდერსს", "ლინგბიუს" და "ჰელსინგორს" უნდა დაუპირისპირდეს. ვიმედოვნებთ, ორი გუნდი, რომელიც გავარდნას გადაურჩება, ქართველების იქნება.

დავით სხირტლაძემ ამ სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სულ 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამათგან სუპერლიგაში - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

მათე ვაწაძეს ნაკლებად სწყალობდნენ, მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა მთავარ გუნდში და 5 გოლი გაიტანა. სარეზერვო გუნდში - 8 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

"სილკებორგსაც" ქალაქის სახელი ჰქვია, სადაც 43 ათასი მცხოვრებია. კლუბის სტადიონი "იუსკ პარკი" 10 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

დანიის მეორე ლიგაში "ესბიერგი" სუპერლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. ეს ის გუნდია, რომელშიც ბუდუ ზივზივაძემ თავი ვერ დაიმკვიდრა და ლაშა პარუნაშვილსაც სათამაშო დროსთან დაკავშირებით აქვს პრობლემები.

ლაშა პარუნაშვილს ძირითად გუნდში ჯამში 18 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა და 2 გოლი გატანილი. სარეზერვო გუნდში 8 შეხვედრაში 1 გოლია მის ანგარიშზე.

ქალაქ ესბიერგში 72 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "ლურჯი წყლის არენაზე" ასპარეზობს, რომელიც 17.128 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული