"ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა აპრილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად კვირკველია აღიარეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქომაგებმა ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია აპირილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მას გამოკითხულთა 40.7%-მა მისცა ხმა. საბამ გასულ თვეში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 შეხვედრაში რკინიგზულმა გუნდმა გოლი არ გაუშვა.

მეორე ადგილზე 24.7%-ით მეკარე გილერმე გავიდა, ხოლო მესამეზე ნახევარმცველი ანტონ მირანჩუკი (21.4%).

სულ გამოკითხვაში 12 917-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კვირკველიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

5 მაისს "ლოკო" ბოლოსწინა ტურში "ზენიტს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ხდება. თამაშზე დასასწრები 28 800 ბილეთი გუშინვე გაიყიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ra gchirt, martla ar gyavt redaqtori? 5 aprils rogor aqvt tamashi? Dzalian bevri shecdomaa tqvens statiebshi, iseti rom adamians meored am saitze shesvla agar mogindeba. Dzalian ggulshematkivrobt da tqvenc aucilebelia mkitxvels scet pativi. Imedia gaitvaliswinebt
Ra gchirt?
08:28 05-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული