საბა ლოჟანიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
"რანდერსის" საიტი სიხარულით იუწყება, რომ გუნდის ქართველი ლიდერის საბა ლობჟანიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

საბამ დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში "ლუნგბიუს" მე-4 წუთზე გოლი გაუტანა, 35-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ლობჟანიძეს მუხლი აღარ სტკივა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კვირას "ჰელსინგორთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

გუნდის მწვრთნელმა რასმუს ბერტელსენმა თქვა, რომ გაახარა ლობჟანიძის მწყობრში ჩადგომამ და მომავალ მატჩში მისი დახმარება სჭირდებათ.

ქართველმა ნახევარმცველმა დანიის ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები საბას. შრომისმოყვარე და ჭკვიანი ფეხბურთელი სჩანს და ვფიქრობ რომ აუცილებლად გამოადგება ეროვნულ ნაკრებს.
შოთა
09:14 05-05-2018
0

სიახლეები პოპულარული