ვახტანგ ჭანტურიშვილი გააძევეს და სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 მაისს ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას "სპარტაკი" ოფიციალურად გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.

"სპარტაკმა" დღევანდელ შეხვედრაში მდევარი "სტრედა" 2:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ქულათა სხვაობა 10 გახდა და ჩემპიონატში მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი.

მთლად წარმატებული დღე არ გამოდგა ქართველი ნახევარმცველისთვის, მსაჯმა მეათე წუთზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ის მოედნიდან გააძევა. არადა როგორც ვიდეოში ჩანს, ის საერთოდ არ მონაწილეობდა ეპიზოდში და საკმაოდ გაოცებული იყო მიღებული გადაწყვეტილებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრაში მსაჯმა სამი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

ტრნავას "სპარტაკი" ბოლოს 45 წლის წინ გახდა
ჩემპიონი, თუმცა მაშინ ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში. თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია, სლოვაკეთის ჩემპიონატი არაა ტოპლიგა, მაგრამ ჭანტურიშვილი იმსახურებს ნაკრებს, გამოძახებას მაინც. იგი გუნდის შეუცვლელი ნაწილია და სრულად თამაშობს
ლევან მაღლაკელიძე
10:15 06-05-2018
1
ვახტანგ გიორგობას და ჩემპიონობას გილოცავ და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ!
gizog
21:26 06-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული