23:25 05-05-2018
ვახტანგ ჭანტურიშვილი გააძევეს და სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
"სპარტაკმა" დღევანდელ შეხვედრაში მდევარი "სტრედა" 2:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ქულათა სხვაობა 10 გახდა და ჩემპიონატში მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი.
მთლად წარმატებული დღე არ გამოდგა ქართველი ნახევარმცველისთვის, მსაჯმა მეათე წუთზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ის მოედნიდან გააძევა. არადა როგორც ვიდეოში ჩანს, ის საერთოდ არ მონაწილეობდა ეპიზოდში და საკმაოდ გაოცებული იყო მიღებული გადაწყვეტილებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრაში მსაჯმა სამი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
ტრნავას "სპარტაკი" ბოლოს 45 წლის წინ გახდა ჩემპიონი, თუმცა მაშინ ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში. თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მართალია, სლოვაკეთის ჩემპიონატი არაა ტოპლიგა, მაგრამ ჭანტურიშვილი იმსახურებს ნაკრებს, გამოძახებას მაინც. იგი გუნდის შეუცვლელი ნაწილია და სრულად თამაშობს
5
1
ვახტანგ გიორგობას და ჩემპიონობას გილოცავ და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ!
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული