გურამ კაშიას "ვიტესმა" ევროპა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში გურამ კაშიას "ვიტესმა" გასვლაზე ადვილად სძლია "დენ ჰააგს" 5:2.

მატჩს 15 000-იან არენაზე 11 930 მაყურებელი დაესწრო. ჰეთ-თრიკი მასონ მოუნტმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ტიმ მატავზმა და ბრიან ლინსენმა გაიტანეს.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მან ამ სეზონში ნიდერლანდების პირველობის 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

"ვიტესი" "დენ ჰააგს" 12 მაისს არნემში მიიღებს, ალბათ ფინალში გავა, სადაც "ჰერენვეენსა" და "უტრეხტს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. პლეი-ოფის მომგები გუნდი მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული