გიორგი პაპუნაშვილი არ ათამაშეს და "სარაგოსამ" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის 39-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" სტუმრად 0:2 დამარცხდა "კადისთან".

ეს მატჩი არაგონული გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლა ლიგის პლეი-ოფის 4 საგზურისთვის 7 გუნდი იბრძვის (პირველ და მეორე ადგილებზე გასულები ავტომატურად გადადიან პრიმერაზე) და ისინი სატურნირო ცხრილში მჭიდროდ არიან განლაგებულნი.

ასე მაგალითად, ამ თამაშამდე "კადისი" მე-8 პოზიციაზე იყო, მოგების შემდეგ კი აქამდე მე-4 ადგილზე მყოფ "სარაგოსას" გადაასწრო.

"კადისთან" მატჩში პაპუნაშვილი სათადარიგო იყო და მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ქულის გადარჩენა ესაჭიროებოდა, მწვრთნელმა შეცვლაზე არ შეუშვა.

"სარაგოსა" ჩემპიონატის
დასრულებამდე 3 ტურით ადრე 62 ქულით მე-5 ადგილზეა და 20 მაისს "ალბასეტეს" მასპინძლობს.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც აღსანიშნავია, რომ მას მწვრთნელი სისტემატურად არ აყენებს ძირითად შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზუსტად ეგრეა, როც ათამაშებენ თითქმის ყველა თამაში მოიგო სარაგოსამ თუ გინდა გადაამოწმე
mamuka
14:10 15-05-2018
0
ა, იმიტომ წაუგიათ პაპუაშვილი, რომ არ ათამაშეს თურმე
levani
08:49 15-05-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული