ამ შეხვედრამ უტრეხტში დიდი ინტერესი გამოიწვია, 23 750-იანი სტადიონი ლამის პირთამდე აივსო და მასპინძლები, რომელთაც პირველი თამაში 2:3 ჰქონდათ წაგებული, გამარჯვების იმედით აღსავსენი იყვნენ. შეგახსენებთ, პირველ მატჩში გადამწყვეტი გოლი კაშიამ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
თუმცა, "ვიტესმა" ამჯერადაც სძლია მეტოქეს - 2:1 და მიზანს მიაღწია.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ასე რომ, მომავალ სეზონში გურამი და მისი გუნდი ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ.