არველაძეს პოლონურმა კლუბმა 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვატო ბომბარდირია, პერსპექტიული ფეხბურთელია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
მან ამ სეზონში საქართველოს ეროვნული ლიგის 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, "კორონაში" აგრეთვე ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა თამაშობს.