"ახლა იტალიაში გავფრინდები, სადაც სანაკრებო პაუზისას ნაკრებს შევუერთდები, შემდეგ კი ჩემი ნამდვილი საზაფხულო არდადეგები დაიწყება.
მხოლოდ ამის შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება... ჯერ "ბარსელონა" და "რეალი" არ დამკავშირებიან, მაგრამ "ატლეტიკო ბანანასი" ბრაზილიიდან და "კივი" ახალი ზელანდიიდან შემეხმიანნენ (ხუმრობს კაშია).
ძალიან მაგარია, როდესაც ახალ ხალხსა და კულტურას ეცნობი. სიმართლე გითხრათ, ახალი კლუბის ამორჩევისას, ჩემთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება.
აშშ-ში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილია? მე აშშ-ის ნამდვილი ფანი
ვინ იცის, შესაძლოა, ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავიც გამიხსნან (იცინის)", - ამბობს კაშია.