თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი თემურ ფარცვანია, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, უნგრეთის კლუბ "კისვარდაში" ითამაშებს.

ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა Sportall.ge-ს დაუდასტურა. 26 წლის მცველსა და უნგრულ კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

"კისვარდა" ქვეყნის რანგით მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ელიტაში გადასვლა გარანტირებული აქვს.

გუნდი 3 624-იან Várkert Sportpálya-ზე ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ფარცვანიამ რამდენიმე თვის უკან დონეცკის "ოლიმპიკი" დატოვა. მას კლუბის პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას აბრალებდა, თუმცა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ფარცვანია გაამართლა და
მან გელზინს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

▶ ღამეები არ მეძინა და ახლა ჩემი რეპუტაცია აღდგა! - გამართლებული თემურ ფარცვანია ბოდიშის მოხდას მოითხოვს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოქალაქეობა უკრაინული აქვს და თუ კაი მცველია ჩვენი ფედერაცია დაუკავშირდეს იქნებ გამოადგეს ქვეყანას,
roma
14:48 23-05-2018
0
აუ ტიპი ქიშვარდიაში გადავიდა :)))))))))))))))))))))))))))))))))
Superman
13:53 23-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული