26 წლის ქართველს "ოლიმპიკის" პრეზიდენტი გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებდა. Sportall.ge ფარცვანიას დაუკავშირდა და გამართლების შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- რას იტყოდით პირველად მას შემდეგ, რაც თქვენი სიმართლე დაამტკიცეთ?
- როდესაც გუნდის პრეზიდენტმა ეს ბრალდება წაგვიყენა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, იმიტომ, რომ მსგავს თემასთან ჩემი სახელი არასდროს ყოფილა დაკავშირებული და "ოლიმპიკშიც" და გელზინმაც მათ შორის, ძალიან კარგად იციან, ვინ ვარ მე.
ამიტომ
მამაჩემიც მალევე ჩამოვიდა, რომ გავემხნევებინე. მივმართე ფეხბურთელთა ასოციაციას. ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი. ამიტომ მზაობა გამოვთქვი, პირდაპირ ეთერშიც კი გამევლო ეს პოლიგრაფი და სამართალდამცველები ჩართულიყვნენ საქმეში, შეემოწმებინათ ჩემი ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ყველაფერი.
ჩემმა იურისტმა თავად მიმართა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტს. დაგვიბარეს, განიხილეს თამაში, დაგვისვეს კითხვები და ჩვენც ჩვენი ახსნა გვქონდა დაშვებულ შეცდომებზე. იმ ტურში მე და ემერსონს ორ კომპონენტში საუკეთესო შედეგი გვქონდა და ეს გამოცემებსაც ეწერათ.
გაიწელა ეს დრო, მაგრამ, როდესაც საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულო ხარ, სხვა შედეგს არც მოელი. არავის აქვს უფლება, ასე ხელაღებით დაადანაშაულოს ფეხბურთელი. შეცდომები მოსდის ყველას და ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაში გაყიდე და მაქინაციებში მიიღე მონაწილეობა.
მე ვითხოვ კლუბისა და პრეზიდენტისგან საჯარო ბოდიშს. დღევანდელმა განაჩენმა ჩემი რეპუტაცია აღადგინა! მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს იურისტებს და უკრაინის ფეხბურთელთა ასოციაციას და იმ ადამიანებს, ვინც ეს პერიოდი მხარში მედგნენ და ჩემი სჯეროდათ.
- რას აპირებთ მომავალში, თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება?
- არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ახლა ვისვენებ... საქართველოში ვარ მშობლებთან. პარალელურად, ვვარჯიშობ და გავაკეთებ არჩევანს მას შემდეგ, რაც დავისვენებ. ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა.
- რას ეტყოდით ახლა ვლადისლავ გელზინს, რომელმაც გარიგებულ თამაშში დაგადანაშაულათ?
- გელზინს ვეტყოდი, რომ თუ მისი გუნდი აგებს, პრობლემები სხვაგან ეძებოს, თუნდაც საკუთარ თავში. მე კი ბოდიშს ველოდები პირადად მისგან!
- თქვენი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რაიმე სიახლე თუ არის?
- საქართველოს მოქალაქეობას რაც შეეხება, ადრე მქონდა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან და დამპირდა, რომ პასპორტთან დაკავშირებით იმუშავებდა ფედერაცია, თუმცა მას შემდეგ აღარავინ დამკავშირებია.
▶ ოფიციალურად: თემურ ფარცვანიამ "ოლიმპიკი" დატოვა
▶ არ მინდა იქ დარჩენა, სადაც არ მენდობიან - თემურ ფარცვანიამ სიცრუის დეტექტორი გაიარა
▶ "ოლიმპიკის" პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ თემურ ფარცვანია გარიგებულ მატჩში მონაწილეობდა