ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ "ბალმაზუივაროში" უნგრეთის ოტპ ბანკ ლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ქართველების ბალმაზუივაროში" საკუთარ მოედანზე საბრძოლო ფრეს (3:3) დასჯერდა "ფერენცვაროშთან" და ქვედა ლიგაში გავარდა.

გამარჯვების შემთხვევაში "ბალმაზუივაროში" მადიართა ელიტარულ ლიგაში ადგილს ინარჩუნებდა, მისი მეტოქე კი ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ წარიმართა, მათ ორი ავტოგოლი გაიტანეს და საბოლოოდ მხოლოდ ყაიმით მოუწიათ დაკმაყოფილება.

ირაკლი მაისურაძე და ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თამაშის ბოლოს შეცვალეს. ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა.

მოკლედ, მათი გუნდი გავარდა, "ფერენცვაროშმა" კი ამ წაგებით ოქროს მედლები დაკარგა და ვერცხლს დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ გვატყუებთ, ფერენცვაროშმა წინა ტურში დაკარგა ჩემპიონობის შანსი და მოტივაცია არ ჰქონდა.
dato
09:59 03-06-2018
0

სიახლეები პოპულარული