გამარჯვების შემთხვევაში "ბალმაზუივაროში" მადიართა ელიტარულ ლიგაში ადგილს ინარჩუნებდა, მისი მეტოქე კი ჩემპიონობისთვის იბრძოდა.
მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ წარიმართა, მათ ორი ავტოგოლი გაიტანეს და საბოლოოდ მხოლოდ ყაიმით მოუწიათ დაკმაყოფილება.
ირაკლი მაისურაძე და ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თამაშის ბოლოს შეცვალეს. ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა.
მოკლედ, მათი გუნდი გავარდა, "ფერენცვაროშმა" კი ამ წაგებით ოქროს მედლები დაკარგა და ვერცხლს დასჯერდა.